ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.
ის ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის დეპარტამენტში იმყოფება და ქართველ სამართალდამცავებთან პატიმრობის დეტალებზე საუბრობს.
ქართული მხარისთვის მისი გადაცემა ერგნეთის საგუშაგოზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა ახალგორის რაიონში 9 ნოემბერს დააკავეს.
მას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლომ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დღეს, კი ის ყველასთვის მოულოდნელად გაათავისუფლეს. ჯერ-ჯერობით ქართული მხარე სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები