გორში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 2 მამაკაცი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ორი მამაკაცი დააკავეს. პროკურატურამ ორივე მათგანს ოჯახური ძალადობის მუხლით წაუყენა ბრალი.

ერთი ფაქტი სოფელ ხიდისთავში, მეორე კი, - ასევე, ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

სოფელ ხიდისთავში მამაკაცმა მეუღლეს მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი შვილზე ძალადობის მუხლით ამხილეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები