გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის საჩუქარი 25 მრავალშვილიან ოჯახს
ქალაქ გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა იოსებ მაკრახიძემ 25 მრავალშვილიან ოჯახს საახალწლო საჩუქარი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ავრცელებს.

ოჯახების ნაწილს დეპუტატმა პირადად მიულოცა, ნაწილს კი, - ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

გორის მერიის სოციალური სამსახურის ცნობით, 2020 წლის ბიუჯეტში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სულ გათვალისწინებულია 145 000 ლარი.

ერთჯერადად მე-3 შვილის შეძენაზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას იღებენ 0-დან 150000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 0-დან 18-წლამდე 3-შვილიანი ოჯახები.

ასევე, ერთჯერადად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე 4-შვილიანი ოჯახები.

არის ასევე ასეთი მუხლი, რომლის მიხედვით, ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 5 - და მეტშვილიანი ოჯახები.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები