ახალი ამბები
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის გამოგზავნილ საჩუქრებს გორის მერია არიგებს
,,ბატონმა გივიმ ახალი წლის მისალოცად საუკეთესო გზა აირჩია, გამოყო თანხა, რომლითაც სოციალურად დაუცველ და უსახლკარო მოსახლეობისათვის სასურსათო პაკეტები შევიძინეთ." - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე თავზარაშვილმა.

მისი განმარტებით, გივი ჯალაბაძის დაფინანსებითა და და გორის მერიის ორგანიზებით, 73 სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახი ახალ წელს სიახარულით შეხვდება.

,,ეს ის საქმეა, რაც საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით შევძელით. იმედი მაქვს, სამომავლოდ უფრო მეტს შევძლებთ. ყველას ვულოცავ დამდეგ 2020 წელს! კიდევ ერთხელ გორის მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა ბატონ გივი ჯალაბაძეს. სიკეთე გადამდებია." - აღნიშნავს გორის მერი.

გიორგი (გივი) ჯალაბაძე წარმოშობით სოფელ ქორდიდანაა. ჯალაბაძის ინიციატივით, სოფელში აღდგა ჭიდაობის ტურნირი, რომელიც გარდაცვლილ მიხეილ და არმაზ ჯალაბაძეების ხსოვნას ეძღვნება.

გივი ჯალაბაძემ, პარტნიორებთან ერთად. ასევე გორში დევნილებისთვის ააშენა საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დევნილთა სამინისტრომ შეიძინა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები