გორში ბავშვებისთვის საახალწლოდ ატრაქციონები დადგეს
ლურჯი ვეშაპი და ზვიგენი გორშიც გამოჩნდა. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ზაფხულის ატრაქციონი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ დგას.

ხელოსუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ატრაქციონი კერძო პირს ეკუთვნის და წინადადება მისი მოედანზე განთავსების შესახებ სწორედ მისგან მიიღეს.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი გვარწმუნებს, რომ გასაბერი ატრაქციონი საზაფხულო არ არის, ხოლო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე ამბობს რომ ამინდი ზაფხულისას ჰგავს და პრობლემას ამიტომ ვერ ხედავს.

მშობლების ნაწილი, რომლებსაც ბავშვები მოედანზე გასართობად მიჰყავს, უკმაყოფილებას ვერ მალავს, ნაწილის კი მოწონს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები