ახალი ამბები
რჩევა: ფოიერვერკების შემდეგ უფრო მეტად მოეფერეთ ძაღლებს
ახალი წლის ღამეს, ხშირ შემთხვევაში, ძაღლები დამალვის მიზნით ეძებენ ბევრად მყუდრო ადგილს, რაც მათი დაკარგვითაც კი მთავრდება.

ხოლო ფოიერვერკების შემდეგ არ გაგიკვირდეთ, თუ ძაღლიც არ გამოგყვებათ სასეირნოდ, არ გამოგართმევთ გემრიელ სასუსნავს და თქვენ დაძახილზე არ მოახდენს რეაგირებას.

ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები წერენ, ასაეთქებლებით გამოწვეული სტრესული მდგომარეობაა. უვითარდებათ არაადეკვატური ქცევები, რაც ნევროზის ნიშანია.

ვეტერინარები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი მოეფეროთ თქვენს შინაურ ბინადარს. აგრძნობინეთ მას, რომ დაცულია თქვენს გვერდით და საფრთხე არ ემუქრება, ეს შედარებით შეუმსუბუქებს სტრესულ მდგომარეობას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები