საქართველოდან მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წაყვანილი მიუსაფარი ძაღლი უკვე ინდოეთშია
საქართველოდან წაყვანილი შავი ძაღლი უკვე ინდოეთშია. მან ლუკას ვეგანოსთან ერთად გადალახა ცენტრალური აზიის მთები. უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შემდეგ, ამჟამად, მდინარე განგას სანაპირო სოფლებში იმყოფება.

ლუკას ვეგანომ შავი ძაღლი გასულ წელს ქობულეთთან, ქუჩაში იპოვა. თურქეთიდან ველოსიპედით შემოსულ მოგზაურს, პროფესიით პედაგოგს ლუკას ვენაგოს გვერდიდან არ მოცილებია. ლუკასმა მას ჯერ ,,ჩარნულკა" (პოლონურად - შავი) შეარქვა, ახლა ,,ნიუნია" ჰქვია. 

ლუკასმა და ნიუნიამ შიდა ქართლიც გაიარეს, გორშიც შეისვენეს და qartli.ge-ს ინტერვიუც მისცეს. შემდეგ სამოგზაუროდ, გაემგზავრნენ და აზერბაიჯანში გადავიდნენ.


ფოტოზე: სამარყანდი, უზბეკეთი


ფოტოზე: ტაჯიკეთი

,,ჩემმა მეგობარმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, გადაწყვიტა ძაღლი აიყვანოს.ძალიან კარგი ძაღლია. არავის ერჩის. არც იმ ძაღლებს, გზებზე რომ ხვდებიან“ - ყვება ლუკასი.

მოგზაურმა შეამჩნია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლია და წუხდა, რომ ადამიანები ძაღლებს ასე ექცევიან: ,,საშუალება რომ მქონდეს, ყველას თან წავიყვანდი.“ - წერს საკუთარ ბლოგზე ლუკას ვეგანო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები