ატოცის გზაზე ავარიას 9-წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფოტოზე: ატოცის გზა რეაბილიტაციის დროს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გარდაიცვალა 9-წლის ბავშვი. საჭეს კი, წინასწარი ინფორმაციით, მამა მართავდა. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ალკოჰოლურ თრობის ქვეშ მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები