ახალი ამბები
გორში ჭალის დასახლებაში მიკედლებული ძაღლი მოკლეს
გორში, ჭალის დასახლებაში, მიკედლებული ძაღლი მოკლეს. ბაწარმობმული ცხოველი სანაგვე ურნასთან მიმკედლებელმა დღეს საღამოს ნახას.

შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და გამოძიება ცხოველის წამების ფაქტზე დაიწყო.

,,5 დღეა დაკარგული იყო. გული მიგრძნობდა, რომ ნეტა მოკლული არ იყოს მეთქი. იმიტომ, რომ ერთი კვირის წინ, ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში მოკლეს ძაღლი, მეოთხე კვარტალში, მე-17 კორპუსთან. იმ ძაღლსაც ასე ჰქონდა მობმული ბაწარი." - გვითხრა მიმკედლებელმა. ის გორის მერიის შენობის გვერდით მდებარე კორპუსში ცხოვრობს. 

ქვემოთ ფოტოზე: მიკედლებული ძაღლი სიცოცხელში

Print

სტატიის გამოყენების პირობები