გორში პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
გორის მერი კოტე თავზარაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, ნაძვის ხის ზეიმზე საბავშვო ატრაქციონებს დაახვედრებს.

სცენას გორის მთავარ მოედანზე უკვე ამონტაჟებენ. ბავშვთა ატრაქციონები კი, 31 დეკემბერს დადგეს, შემდეგ 1 იანვარს აიღეს, თუმცა მერიამ ისევ გასცა ნებართვა.

წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 6 იანვარს 17:00 საათზე ჩატარდება და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრების ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოუსმინოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებსა და გორის თეატრის მსახიობებს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.

მაყურებლის წინაშე 6 იანვარს წარდგებიან ასევე: გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი.

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდებათ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები