შიდა ქართლში საშემოდგომო მარცვალმა ზოგ ადგილზე აღმოცენება დაიწყო
შიდა ქართლის ვაკის ზოგიერთ ტერიტორიაზე საშემოდგომო მარცვალმა აღმოცენება დაიწყო. ფოტო 2020 წლის 5 იანვარსაა გადაღებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსია. დღისით ასეთი მაქსიმალური ტემპერატურა, ამავე სააგენტოს ცნობით, 8 იანვრამდე შენარჩუნდება. ღამით კი, -2 და -5 გრადუსამდე დაეცემა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ საშემოდგომო მარცვლის თესლის გაღივება იწყება 1-20C ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისა და ნორმალური ზრდა - განვითარებისათვის საჭიროა 12-150C .

მასზე უარყოფითად მოქმედებს დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი რყევა.

მარცვლეულის თესვის შემდეგ მისი განვითარების ეტაპებია: აღმოცენება, ბარტყობა, აღერება, დათავთავება, ყვავილობა, მარცხვლის სიმწიფე და მარცვლის აღება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები