ახალი ამბები
პირველი 1 კმ-იანი ახალი გზა ძამას ხეობის სიღრმეში
ფოტოზე: გზა ელბაქიანთკარიდან გვერძინეთამდე

ელბაქიანთკარიდან მდინარე ძამას ხეობის სიღრმეში, პირველი 1 კმ-იანი გზა უკვე დაიგო. ახალი გზით სოფელ გვერძინეთის მოსახლეობაც სარგებლობს.

მოსამზადებელი საუშაოები გასულ წელს დაიწყო, ხოლო პროექტის მიხედვით, ტყემლოვანამდე ახალი ასფალტი 15 კმ მანძილზე იქნება დაგებული.

კომპანია ,,ბლექ სი გრუპმა" ხელშეკრულებაზე ხელი 2018 წლის 27 დეკემბერს მოაწერა. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი.

კომპანიამ სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში (წელიწადნახევარი) უნდა დაასრულოს.

,,ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სამომავლო პერსპექტივაში მისი გაგრძელებით ქარელის რაიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა), რის გამოც მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით." - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო განაცხადში.


1. ფოტო: გზა ელბაქიანთ კარიდან ტყემლოვანამდე

Print

სტატიის გამოყენების პირობები