ახალი ამბები
გორში პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი პროტესტის ფონზე წარიმართა

გორის მთავარ მოედანზე გამართულ ნაძვის ხის ზეიმზე ისმოდა სასტევენების და საპროტესტო შეძახილების ხმა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები სცენამდე მისვლას ცდილობდნენ.

მათ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გააპროტესტეს. სასტვენების ხმა კონცერტის დაწყებამდე ისმობდა. ღონისძიება თითქმის საათნახევარი გაგრძელდა.

კონცერტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

კონცერტში მონაწილეობას ხალხური და ფოკლორული გუნდის წევრები, ასევე, საესტრადო მომღერლები იღებნდნენ. წამყვანები საუბრობდნენ იმ მიღწევებზე, რაც გორმა წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში მიაღწია. განსაკუთრებით კი, სპორტში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები