ახალი ამბები
მეუფე ანდრია: მჯერა, რომ მომავალ შობას გიორგი მამალაძე სახლში შეხვდება
ალილოს მსვლელობის შემდეგ გორის ეპარქიის წინამძღვარმა კომენტარი გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. მანამდე მან მასმედიის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

,,ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სიკეთეზე, მშვიდობაზე და მიმტევებლობაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვინც ამას სათანადოდ ხელს ვერ უწყობს, არის ჩვენი მასმედია, ვისურვებდი, რომ ჩვენი მასმედია ყოფილიყოს კულტურის, ურთიერთპატივისცემის სახე და თქვენგან გვესწავლოს ჩვენ.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს წმინდა სინოდმა, ეკლესიის წმინდა სინოდმა, სადაც პირველი ინიციატორი იყო თვით კათოლიკოს პატრიარქი, რომელმაც დააყენა ეგ საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე. სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე ველოდებოდი შეწყალებას,  პრეზიდენტის კოპეტენციაში მე ვერ ჩავერევი და კომენტარსაც ვერ გავაკეთებ იმ არგუმენტებზე, რომელიც მან გააჟღერა, იმიტომ, რომ მან იცის ამის თაობაზე. საუბარი რომ მქონოდა და მეკითხა, მაშინ შემეძლებოდა საუბარი,  მხოლოდ ჩემ აზრის გამოვთქვამ, დანარჩენი ამის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და გამოთქმული აზრები, რა გითხრათ, ეს მეჩვენება, ზოგიერთი ადამიანის ტვინის ნაჟურად, არ მიკვირის ოჯახისაგან, თასთავად, მათ გული დასწყდათ, ეს მოლოდინი გაუცრუვდათ, მე მჯერა, რომ მომავალ შობას შეხვდება. იმედი მაძლევს ამის იმედს. მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადებისთვის, როდესაც მოვისმენ, მაგის შემდეგ ჩამომიყალიბდება აზრი. გაცხადებული არგუმენტები პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ჩემი ნალაპარაკევი იქნება მხოლოდ მოსაზრებები და ჩემი ამოფრქვეული სიბრძნეები"  - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

შეგახსენებთ, საშობაო შეწყალებათა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე არ მოხვდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები