თურქეთში ავტობუსი ყინულზე მოცურდა, რომელიც ,,სტამბული-თბილისის" რეისს ასრულებდა
თურქეთში, სტამბული - თბილისის ავტობუსი გზაზე მოცურდა და გადაყირავდა. სამგზავრო ტრანსპორტში 33 მგზავრი იმყოფებოდა. 8 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს სხვადასხვა დაზიანებით.

ვიდეომასალა ქარელელმა მგზავრმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ავტობუსში იმყოფებოდნენ როგორც შიდა ქართლელი, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები.

,,ავტობუსში სულ 33 მგზავრი ვიმყოფებოდით. ამათგან, ზოგი გორის, ქარელის, თბილისის და სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანები არიან. საავადმყოფოში 8 ადამიანი გადაგვიყვანეს. ამათგან, ორი აზერბაიჯანელი იყო, ცოლ-ქმარი. რამდენიმეს მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არავის მიუღია" - გვითხრა ქარელელმა მგზავრმა.

ავტობუსი მოძრაობდა სტამბული-სამსუნის გზაზე ცენტრალურ ანატოლიის რეგიონში, კანკირის პროვინციაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები