ახალი ამბები
ალილო გორში - 2020
გორში შობის დღესასწაულთან დაკავშრებით ალილოს მსვლელობა მოეწყო.

მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა.'

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ალილოს მონაწილეები დალოცა. მსვლელობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეუერთდნენ.
ალილოს მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საშობაო ნობათი გადასცეს.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან დამკვიდრდა. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები