,,გორმედში" გართულებული პნევმონიით 15 პაციენტი გადის მკურნალობას
,,გორმედის" თერაპილ განყოფილებაში, პნევმონიის გართულებული ფორმით, 15 პაციენტი გადის მკურნალობას, ხოლო ინფექციულ განყოფილებაში 20-მდე პაციენტი.

ამის შესახებ qartli.ge-ს კლინიკის ექიმმა გია მღებრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ტიპის ვირუსით, პაციენტების რაოდენობა გაზრდილია.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი მარინა გიუნაშვილი ამბობს, რომ ,,ბ" ტიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდა ძირითადად ამბულატორიულ პაციენტების ხარჯზე მოხდა.

,,გრიპის ვირუსის საწყისი ნიშნებისას, რაც არის ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთებში მტვრევის შეგრძნება და მაღალი ტემპერატურა აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს. მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ მოხუცები, ორსულები, ბავშვები და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები." - აღნიშნავს ექიმი გია მღებრიშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ითვლება.

პრეპარატ ტამიფლუს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, უფასოდ გაიცემა ორსულებსა და სოციალუირად დაუცველ პირებზე. პრეპარატის მისაღებად უნდა მიმართოთ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და წარადგინოთ ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტი, ფორმა ასი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები