ახალი ამბები
ლაპლანდიელი სანტა-კლაუსის მოგზაურობა გორის მუნიციპალიტეტში
2020 წლის 7 იანვარს ლაპლანდიელი სანტა კლაუსი გორის მუნიციპალიტეტს ეწვია, შემდეგ კი, წეროვანში გაეგზავრა.

სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან ჩამოვიდა, რათა ბავშვებს საქართველოს მასშტაბით მიულოცოს შობა ახალი წელი. ის უკვე იმყოფებოდა: ზუგდიდს, მესტიას, ზესტაფონს, სამტრედიას, ბორჯომში.

სანტა კლაუსი ჩავიდ დიცში, ქორდში და არბოში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სკოლამდელ აღსაზრდელებს შეხვდა. მას თან ახლავს ელფები - "მაჩაბელას სახელობის ბავშთა და მოზარდთა თეატრიდან" - მამუკა ლომაშვილის ხელმძღვანელობით.

სოფელ დიცის ჯერ საჯარო სკოლაში, შემდეგ მავთულხლართების სიახლოვეს ადგილობრივ მოსალეობას მიულოცა შობა-ახალი წელი. შემდეგ კი, ღვინის მარანს ,,ღვინო დიციდან 20%" ესტუმრა.

დღის ბოლოს გაემგზავრა წეროვნის დევნილთა დასახლებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები