გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღს ახალი ჯგუფი დაემატა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღს ახალი ფლიგელი დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეუთოს მხარდაჭერით, USAID ZRDA პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დამატებითი ფლიგელის რეაბილიტაციის შემდეგ საბავშვო ბაღს ახალი ჯგუფი დაემატა.

„ძალიან გვიჭირდა ქვეშში მცხოვრები ყველა ბავშვების მიღება ბაგა-ბაღში, ახლა კი ჩვენ არ დაგვრჩება არც ერთი მცირეწლოვანი სკოლამდელი აღზრდის გარეშე, სწორედ ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო USAID ZRDA პროექტს, ეუთოს საქველმოქმედო ფონდს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას ქვეშის ბაგა-ბაღში დამატებითი ჯგუფის გახსნის შესაძლებლობის მოცემისათვის." - განაცხადა სკოლამდელი აღზრის სააგენტოს მენეჯერმა ლია კოვზიაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები