გამყოფ ხაზთან დეკემბერში დაკავებულ 36 მოქალაქიდან 6 ადამიანი ,,განდევნეს' დე-ფაქტო რესპუბლიკიდან
2019 წლის დეკემბერში, გამყოფ ხაზთან, რუსმა მესაზღვრეებმა 36 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დაკავებულებს შორის, 19 პირს ე.წ. საზღვრის დარღვევაში დასდეს ბრალი, ხოლო დანარჩენ 17-ს, სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევაში.

დაკავებულთა საერთო რიცხვი, წინა თვეს, (ნოემბერი) იყო 48.

”სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის მიერ დაკავებულ ადამიანებს შორის, 25 დააჯარიმეს, 4 პირი განდევნეს რესპუბლიკიდან ჯარიმასთან ერთად, ორი კი - განდევნეს ჯარიმების გარეშე. 5 მოქალაქის მიმართ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება" - აღნიშნულია ,,რესის" ინფორმაციაში.

საერთო ჯამში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში 116 500 რუბლი შეიტანეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები