,,ბედნიერების ნაბიჯები" ხიდისთავის საჯარო სკოლაში (ფოტოები)
ხიდისთავის საჯარო სკოლაში კედლები მოხატეს. პროექტში ჩართულები იყვნენ დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.

სკოლის მოხატვის სურვილი დიდი ხანი ჰქონდათ, მაგრამ იმის გამო, რომ სკოლა ახალი გარემონტებული იყო, მათ ამის საშუალება არ ეძლეოდათ.

,,მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა სამი წლის წინ გარემონტდა, ამის გამო არ გვქონდა უფლება სკოლა მაშინვე მოგვეხატა, როგორც კი ნება დაგვრთეს მაშინვე დავიწყეთ სკოლის გალამაზება. კიბეების მოხატვა და წარწერების გაკეთება ჩემი იდეა იყო. იდეა განვახორციელეთ სკოლაში არსებული მშობელთა და მოსწავლეთა კლუბის წევრებთან ერთად. მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეები ხშირად არიან ჩართულები. დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა სურვილი მოგვეხატა სკოლა. ძალიან კარგი მასწავლებლები და მოსწავლეების გუნდი გვყავს. მათი მეშვეობით სკოლას ხშირად ვალამაზებთ,“ - გვითხრა სკოლის დირექტორმა მიმოზა ღოლიჯაშვილმა. 










 

Print

სტატიის გამოყენების პირობები