გორის ,,დილა" ალვინ ფორტესმა და ლეანდრო რიბეირომ დატოვეს
გორის საფეხბურთო კლუბ ,,დილა" ორმა წამყვანმა ფერხბურთელმა დატოვა. ახალ სეზონზე ალვინ ფორტესი და ლეანდრო რიბეირო აღარ ითამაშებენ.

კაბო-ვერდელი (აფრიკის მწვანე კონცხის კუნძულები) ფორტესი ყაზახეთში წავიდა და კლუბ ,,კარასში" ითამაშებს. ბრაზილიელი ლეანდრო რიბერიო კი, - სამხრეთ კორეაში, სეულის გუნდში გაწევრიანდა. გორის ,,დილა" დატოვა ასევე გიორგი კუციამ.

რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ,,დილაში" ნახევარმცველი, რევაზ ჩიტეიშვილი ,,ჩიხურადან" გადმოვიდა. ,,ჩიხურადან" გორში გადავიდა მცველი დავით მაისაშვილიც. ასევე, ,,დილამ" დაიბრუნა დავით ხურცილავა და დაიმატა თორნიკე გორგიაშვილი.

აფრიკიდან, კერძოდ, მალავის რესპუბლიკიდან გორში მიიწვიეს ფრანცისკო მადინგა, რომელთანაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

გორის კლუბის მწვრთნელი გიორგი ნემსაძეა. მან ,,დილას" შემადგენლობა ჯერ კიდევ გასულ წელს განაახლა. ამის საილუსტრაციოდ იხ. ვიდეო

იხ. გასულ განახლებული ,,დილა"


Print

სტატიის გამოყენების პირობები