ახალი ამბები
გორის თეატრის სპექტაკლი ,,შეცვალე" მსახიობთა შიდა ცვლილების გამო თებერვლამდე აღარ დაიდგმება
გორის თეატრის სპექტაკლი ,,შეცვალე", მონაწილე მსახიობთა შიდა ცვლილების გამო, თებერვლამდე აღარ დაიდგმება. ამის შესახებ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სპექტაკლი, რომლითაც 175-ე სეზონი გაიხსნა, რეპერტუარიდან არ მოიხსნება.

,,ჩვენ ეს სპექტაკლი საზღვარგარეთაც კი მიგვაქვს. მიმდინარეობს შიდა ცვლილება მსახიობებს შორის. ყველა მსახიობი, ვინც დაკავებული ამ სპექტაკლით, ითამაშებს, მხოლოდ, როლები იცვლება. სხვა მსახიობსაც კი არ ვიმატებთ. სახელის შეცვლაზე კი საუბარი არც ყოფილა" - გვითხრა დავით ჩხარტიშვილმა.

ქართველ-ბელორუს დრამატურგთა კონპროდუქცია, ალენა ივანიუშენკოს პიესის მიხედვით "ალისა თოვლის ქვეშ" რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა. "შეცვალე" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელის პრემიერაც თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში გაიმართა.

"ადამიანებს გვახასიეთებს მიჯაჭვულობა სხვა ადამიანების მიმართ. გარემოს მიმართ რომელსაც მივეჩვევით გვიჭირს განშორება. კიდევ უფრო რთულია ჩვენს მიერ შექმნილი სამყაროდან გამოსვლა, რაც ჩვენში აფერხებს განვითარებას, გვიზღუდავს თავისუფლებას... ეს არის ამბავი ახალგაზრდა გოგოზე, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა სამყაროში... არავინ არის ვალდებული სხვა გააბედნიეროს!" - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი და ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები