სოფელ ვარიანში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ძლიერი ცეცხლი იყო სოფელ ვარიანში. საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საბძელში ჯერ თივას მოეკიდა, შემდეგ კი ბოცში შენახულმა ბენზინმა სწრაფად გააძლიერა.

ხანძრის სალიკვიდაციოდ გორის გარდა, ქარელის სახანძრო-სამაშველო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ცეცხლის ალმა საცხოვრებელი სახლის რა ნაწილი გაანადგურა, ამის შესახებ ზარალს ითვლიან.

ფოტოები ადგილობრივმა მკვიდრმა მოგვაწოდა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები