გორში ჭალის დასახლებაში ძაღლს მანქანა დაეჯახა - მძღოლი გაიქცა
ავტომანქანა, რომელიც ძაღლს დაეჯახა, მძღოლმა არ გააჩერა. ძაღლი კი, წყალში ჩაწვა. თვითმხილველი ყვება, რომ, როდესაც თონესთან პურს ყიდულობდა, დარტყმის ხმა გაიგონა.

,,როცა მოვტრიალდი, დავინახე, რომ ძაღლი ცალ ფეხს მიათრევდა, მერე წყალში ჩაწვა, ალბათ. ტკივილის გასაჩუყებლად" - ყვება თვითმხილველი.

შემთხვევა ჭალის დასახლებაში, მინისტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივებმა მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დასახმარებლად მიმართეს. დაშავებული ძაღლი თავშესაფარში წაიყვანეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები