ვარიანში წუხანდელი ხანძრის შედეგად მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში წუხანდელი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიწვა. ცეცხლი საბძელს გაუჩნდა, შემდეგ ბოცში შენახულმა ბენზინმა გააძლიერა.

ხანძარი იმ ადგილას გაჩნდა, სადაც ბუნებრივი აირის მილი გადიოდა. ამის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა სოფელს. ადგილობრივების ცნობით, გაზის აღდგენა დღეს 15 საათზე მოხდა.

,,ხანძარი ისე გაძლიერდა, რომ სამაშველო სამსახურის გამოძახება ქარელიდანაც კი გახდა საჭირო. ძალიან იაქტიურა ოცმეთაურმა დავით ყაულაშვილმა. სახლი მთლიან დაწვას გადაარჩინა. დამწვარია საბძელი. ასევე პირველ სართულზე მდებარე ოთახი" - გვითხრეს ვარიანში.

იხ. ამავე თემაზე:

სოფელ ვარიანში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები