ვაჟა ექიმმა თანამესაკნის შვილი საავადმყოფოში მოინახულა
ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა შოთა ბიძინაშვილის შვილი, გორში, საავადმყოფოში მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთა ბიძინაშვილის მეუღლე, ჯილდა ჩადუნელი ავრცელებს.

ბერშუეთელი შოთა ბიძინაშვილი რუს სამხედროებს ჰყავდათ დაკავებული. ის და ვაჟა ექიმი ერთმანეთს ცხინვალში შეხვდნენ.

შოთა ბიძინაშვილი ორ დღეში, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ვაჟა გაფრინდაშვილს კი, 50-დღიანი პატიმრობა მოიხადა.

შოთა ბიძინაშვილისა და ჯილდა ჩადუნელის შვილს ფილტვების ანთება აქვს და გორში, ბავშვთა კლინიკა ,,იავნანაში" გადის მკურნალობას. ამჟამად, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხ. ამავე თემაზე:

ვაჟა გაფრინდაშვილი: ,,საკვებს ადგილობრივი მოსახლეობა მიგზავნიდა"

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები