ახალი ამბები
გორის ცენტრში მოსალოდნელი ჩხუბის თავიდან აცილების მიზნით პატრული გამოიძახეს
გორის ცენტრში, თეატრთან ახლოს, მოქალაქემ პატრული გამოიძახა. ადგილზე მისულ ეკიპაჟის წევრებს კი, მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდე დახვდათ.

,,ზარის ინიციტატორის" განცხადებით, თეატრთან შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოსალოდნელი იყო ჩხუბის დაწყება. პატრულის თანამშრომლებმა მხარეები დაკითხეს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა ადასტურებს, რომ პოლიციელები პრევენციული ღონისძიების გატარების მიზნით გამოიძახეს.

ზარის ინიციატორმა პატრულის თანამშრომლებს აუხსნა, რომ სამი ბიჭი ერთმანეთში კამათობდა. ,,იმის გამო, რომ რაიმე სერიოზული დაპირისპირება არ მომხდარიყო, შეგატყობინეთ" - განუცხადა მოქალაქემ პოლიციელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები