გამყოფ ხაზთან 5 სოფელს დენის მიწოდება შეუწყდა
დღეს, საღამოს 20 საათიდან, გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში მოსახლეობას დენის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ qartli.ge-ს ენერგოკომპანიაში განუცხადეს.

ენერგო პრო-ჯორჯიას წარმომადგენლის ცნობით, ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა, რომლის გამოსასწორებლად ტექნიკური ჯგუფი სამუშაოდ უკვე გავიდა, თუმცა, როდის მოხდება აღდგენა, ამის პროგნოზირება უჭირთ.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დენი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები