კირბალისა და ბერშუეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადდა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კირბალისა და ბერშუეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადა.

პროექტის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდება გზის 2871.34 მეტრიან მონაკვეთს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კირბალი- ზერტის საავტომობილო გზიდან დაიწყება და სოფელ ბერშუეთის ხიდთა დამთავრდება.

პროექტის სატენდერო ღირებულება 1 145 066 ლარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები