ციგები და კარვები კუდაროს ხეობაში - მომავალი სათხილამურო კურორტის პირველი შესაძლებლობები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სოფელ წონას ეწვია, სადაც ის ადგილი დაათვალიერა, რომელიც მომავალში შესაძლოა სათხილამურო ტრასად იქნეს გამოყენებული.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი, სერგეი ზასეევი აცხადებს, რომ ბიბილოვმა სათხილამურო ფერდობზე არსებული შესაძლებლობები განიხილა.

ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, რომლებმაც სოფელ წონასთან თხილამურებისა და სხვა აღჭურვილობებს გაქირავების სერვისის დანერგვას ხელი შეუწყეს.

,,გაშლილია კარვები, სადაც დამსვენებელს შეუძლია გათბობა, დასვენება და ტკბილეულის მიღება" - აცხადებს ზასეევი.

,,ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ უამრავი ადამიანი იკრიბება. სათხილამურო კურორტის თვალსაზრისით, ამ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ სერიოზული საკურორტო ცენტრის შექმნის საკითხის მოგვარებას. სიამოვნებაა აქ სრიალი და ბავშვების მხიარული სახეების ყურება." - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ზამთრის კურორტის ასარჩევად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობამ კუდაროს ხეობა აირჩიეს, სადაც ულამაზესი სოფელი წონა მდებარეობს.

კუდაროს მთა ჯავის რაიონში მდებარეობს. აქ მცხოვრებმა ოსებმა ამ მთას უწოდეს თამარ მეფის ცხენის სახელი. გადმოცემის მიხედვით, ამ მთაზე დაიღუპა თამარის ცხენი. კუდაროს ქედის სიახლოვეს მცხოვრებ ოსებს კუდარელ ოსებს უწოდებენ.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები