14 იანვარი - სახელმწიფო დროშის დღეა
ყოველი წლის 14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშა დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებზე გადმოფინეს.

მერიის შენობასთან ეროვნული დროშა სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით ჩოხოსნებმა აღმართეს. ცერემონიალს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ.

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 2004 წლის 14 იანვრიდან აღინიშნება.

საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები