გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის სკოლის გახსნას ელიზაბეთ რუდი დაესწრება
15 იანვარს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის ახალი სკოლის გახსნას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრება.

სკოლაში, როგორც საქართველოს მასშტაბით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო პროცესი 15 იანვარს იწყება.

ქვეშის საჯარო სკოლა 2017 წლის ნოემბერში, ავარიული მდგომარეობის გამო, დაიკეტა. მისი რეაბილიტაცია აშშ-ს მთავრობის დახმარებით, განხორციელდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს რეგიონებში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია
საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

იხ. ამავე თემაზე:

ქვეშის განახლებული სკოლა მოსწავლეებს უკვე ელოდება - აშშ-ს მთავრობის დახმარება
Print

სტატიის გამოყენების პირობები