პატრიარქი კიდევ 500-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა
14 იანვარს პატრიარქი კიდევ 500-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა.

საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ სამებაში, დღის ბოლოს ილია მეორე მივიდა.

საქართველოს პატრიარქმა საკუთარი ნათლულები და მათი მშობლები დალოცა.

ეს რიგით უკვე 62-ე საყოველთაო ნათლობა იყო. პატრიარქს თითქმის 41 ათასი ნათლული ჰყავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები