ქვეშში საჯარო სკოლა გაიხსნა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის განახლებულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სკოლა გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზეც.

,,განახლებული სასწავლო დაწესებულება საკუთარ მოსწავლეებს უკვე ელოდება" - გვითხრა სკოლის დირექტორმა ლელა ბიბილურმა.

qartli.ge წერდა, რომ 2018 წლის ზაფხულიდან სკოლის რეაბილიტაცია ამერიკის მთავრობის დაფინანსებით დაიწყებოდა.
ქვეშის საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო. შედარებით უარეს მდგომარეობაში იყო სპორტული დარბაზი.
სპეციალისტების გადაწყვეტილებით, ძველი სპორტული დარბაზი მთლიანად დაინგრა. მის ნაცვლად კი, ახალი დარბაზი გაკეთდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები