ახალი ამბები
ელიზაბეთ რუდმა სოფელ ქვეშის სკოლიდან დე-ფაქტო ხელისუფლებას მიმართა
,,მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები, რათა მოსახლეობას მისცენ თავისუფლად გადაადგილების და ნორმალური ცხოვრების საშუალება." - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სოფელ ქვეშში განაცხადა, სადაც სკოლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული სკოლა გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სასწავლო დაწესებულება, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან დაიკეტა ავარიული მდგომარეობის გამო, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, გარემონტდა. სწორედ, სკოლიდან მოუწოდა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ იზრუნონ ადამიანთა ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

,,შეერთებული შტატები შეშფოთებულია სიტუაციის გაურესებით გამყოფ ხაზთან, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ახალი მავთულხლართების გავლებას, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, რომელსაც დიდი ხანია თბილისი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ეს აუარესებს ჰუმანიტარულ სიტუაციას ორივე მხარეს გამყოფი ხაზისა და უქმნის მოსახლეობას სიძნელეებს ყველა მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ გახსნას ეს გამშვები პუნქტები, მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფალი გადაადგილებისა, მისცეს საშუალება ადამიანებს, ვისაც აქვთ სამედიცინო საჭიროებები, რომ მიიღონ სამედიცინო დახმარებები და ზოგადად ხელი არ შეუშალონ ადამიანთა ნორმალურ ცხოვრებას“ - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები