ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე ქურდებს პატრონმა წაასწრო, თუმცა პოლიციელებს გაექცნენ
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სახლი გაქურდეს. შემთხვევა ძველი ახალი წლის ღამეს მოხდა. დაზარალებულები აკოფაშვილები არიან, რომელებიც ამბობენ, რომ სახლიდან წაღებულია 5 ბეჭედი, სამი საყურე და თანხა, 900 ლარის ოდენობით.

“სოფელში ვიყავით წასული და როცა დავბრუნდით, შევნიშნეთ რამდენიმე ადამიანი ფანჯრიდან გადმოდიოდა. მაშინვე გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არაფერია. სიცივის გამო სუნის ანალიზს ვერ ვიღებთ და არც ანაბეჭდები არ არის თქვენს გარდა არავისიო. ვეჭვობთ, რომ გვითვალთვალებდნენ და ძაღლიც დაადებილეს, იმიტომ რომ არც კი ყეფდა”, -ამბობს დაზარალებული.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები