25 იანვარს გორის თეატრის დასი ,,ყვარყვარეს" წარადგენს
გორის თეატრის დასი მაყურებელს ,,ყვარყვარეს" წარუდგენს. სპექტაკლი 25 იანვარს გაიმართება.

პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოების ,,ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით დადგმული პიესის რეჟისორი სანდრო (ალექსანდრე) ელოშვილია.

ამ სპექტაკლის პრემიერა 2018 წლის ნოემბერში იყო. დადგმის შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა.

გორის თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, დადგმას საღამოს 7 საათზე წარმოადგენენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები