ცხინვალის მილიცია მძღოლებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ მანქანებზე მარხილების მიბმა
სააგენტო ,,რესის" ცნობით, ცხინვალის მილიცია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბავშვები ადრეულ ასაკში უკანონოდ მართავენ მანქანას. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგზაო პოლიციის უფროსი ალან ჯიოევი მძღოლებს მოუწოდებს, რომ გზებზე, განსაკუთრებით თოვლის პერიოდში, იყონ ფხიზლად და არ დაარღვიონ საგზაო წესები.

"ზამთარში განსაკუთრებით საშიშია ისეთი მწვავე მანევრების გაკეთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მანქანაზე კონტროლის დაკარგვა. მართვის სტილი ასევე უნდა შეესაბამებოდეს გზასა და ამინდის პირობებს. ზოგიერთ მშობელს სურს, რომ მათმა შვილებმა რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მანქანის ტარების სწავლა. ეს სრულებით დაუშვებელია. არასრულწლოვანი, თავისი ასაკის გამო, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან და მშობლები ისჯებიან ამისთვის, სანამ სრულწლოვანებამდე მიაღწევენ. მათ არ უნდა გადასცენ მანქანა იმ პირს, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება." - აღნიშნავს ჯიოევი.

ინსპექტორები ასევე უხსნიან მშობლებს, რომ მკაცრად აკრძალულია მანქანაზე მარხილის მიბმა:

”ჩვენ დავაჯარიმებთ იმ მძღოლებს, რომლებიც მარხილებს მანქანაზე აბამენ და ამით ბავშვები მიყავთ. ისინი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რადგან გზა ყოველთვის მოლიპულია და უამრავი მანქანაა. ყველა მშობელს მოვუწოდებ არ დაარღვიონ წესები ”- თქვა ცხინვალის მილიციის წარმომადგენელმა ალიმ კოჩიევმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები