ახალი ამბები
წაღვლის სკოლა ინოვაციების სფეროში გამოცხადებული კონკურსის ნახევარფინალისტი გახდა
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომისიამ ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები გამოავლინა.

კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ნახევარ-ფინალისტებს შორის, შიდა ქართლიდან წაღვლის სკოლის გუნდი მოხვდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2020 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2019 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა. კონკურსი მეექვსე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება.

იხ. ნახევარფინალისტების სია

Print

სტატიის გამოყენების პირობები