ბობნევში სასმელი წყლის ახალი რეზერვუარი გაკეთდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ახალი სათავე ნაგებობა კეთდება. ამის შესახებ გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 250 ათასი ლარია. დოკუმენტის მიხედვით, სასმელი წყლის სათავესთან გაკეთდება 50-ტონიანი რეზერვუარი, რომელსაც შიდა ქსელით დაუკავშირებენ სოფლის მცხოვრებთა ოჯახებს.

სოფელი ბობნევი მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს. დაშორება ყველა დიდი სოფლიდან, ატენიდან 5-7 კმ-ია. გზად უამრავი კოტეჯი (რესტორანი) შენდება. ბობნეველები ამბობენ, რომ ერთია, როცა ადამიანი დასასვენებლად ამოდის, მეორეა როდესაც მას დასარჩენი ადგილები არ ეგულება.

ამჟამად, ბობნევი ძალიან მცირერიცხოვანი სოფელია. ამ სოფლიდან მიდის გზა ბიისის ჩანჩქერისკენ და თერმულ წყლებამდე.

,,იყო დრო, როდესაც აქ უამრავი ოჯახი ცხოვრობდა. ნაწილი დაიცალა 90-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ნაწილს კი, ძირითადად, ახალგაზრდებს უმუშევრობამ და უპერსპექტივობამ დააცლევინა სოფელი“ - ამბობს ანა ქერდიყოშვილი - შავაძე.

იხ. ამავე თემაზე:

,,მივხვდით, რომ ტურიზმზე უნდა ვიფიქროთ“ - ბობნევი

Print

სტატიის გამოყენების პირობები