ახალი ამბები
ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი ახალ სიმღერაზე მუშაობენ
ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდის წევრები ახალ სიმღერაზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფოტო, სწორედ, ამ მუშაობის პროცესს აღწერს. ქეთი მელუა ამბობს, რომ მალე მორიგი ალბომი გამოვა, სადაც ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შესრულებული სიმღერებიც შევა.

ფეისბუქზე განთავსებულ ვიდეოში მელუა აღნიშნავს, რომ ალბომისთვის თბილისის ორკესტრთან ერთად 3 დღის განმავლობაში იმუშავებს. სიმღერები ,,ლენო რეკორდის" სტუდიაში იწერება, სადაც საბჭოთა პერიოდში, კინომუსიკის შედევრები იქმნებოდა.

მელუას თან უცხოელი პროდიუსერები ახლავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები