ახალი ამბები
თამარ მეარაყიშვილის პასპორტის საქმეს ცხინვალში ხელახლა განიხილავენ
თამარ მეარაყიშვილი, ,,კავკაზსკი უზელის" ფოტო

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველი ინსტანციის სასამართლო, ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის პასპორტის საკითხს ხელახლა განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ახალგორელი აქტივისტი, მის მიმართ წაარდგენილ ბრალდებებში, უკვე გამართლებული იყო.

თუმცა, როგორც ცხინვალელი ჟურნალისტი წერს, საქმის ხელახალი გადასინჯვის შესახებ, გადაწყვეტილება დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

ე.წ. სასამართლო კოლეგიას ვიოლეტა ხაჩიროვი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ის პროკურორმა არტურ ძაბიევმა გაასაჩივრა..

ცხინვალის საქალაქო სასამართლომ, ჯერ კიდევ, 2019 წლის 16 ოქტომბერს თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. თამარ მეარაყიშვილს წარდგენილი ჰქონდა ბრალი ჯერ ცილისწამების მუხლით: ,,ცილისმწამებლობა, ანუ მასმედიაში მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ცილისწამებას ახდენს სხვა ადამიანის ღირსებასა და ღირსებას მედიაში”.

შემდეგ კი, ბრალი წაუყენეს ”ოფიციალური დოკუმენტის უკანონო შეძენის” ფაქტზე. ,,ოფიციალური დოკუმენტში" იგულისხმება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი, რომელიც გამოძიების თანახმად, თამარამ შეიძინა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროს.

,,ეხო კავკაზასთან" საუბარში თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ აპირებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.

16 იანვარს 2 წელი და 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თამარ მეარაყიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის შინაპატიმრობაში იმყოფება. მეარაყიშვილის თქმით, გამომძიებლები არ არიან კმაყოფილი მისი სამოქალაქო მდგომარეობით, ისევე როგორც მისი ,,ეხო კავკაზასთან" ხშირი კომუნიკაციის გამო.

წყარო: ekhokavkaza.com

Print

სტატიის გამოყენების პირობები