ახალი ამბები
ფხვენისში მომხდარ ავარიისას დაშავებული დედა და ბავშვები სახლში გაწერეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისთან მომხდარ ავარიისას დაშავებული დედა და შვილები სახლში გაწერეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა, ,,გორმედში" განუცხადეს.

ფაქტი დღეს დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანას, რომელსაც დედა მართავდა, ყინულზე მოცურდა და ამოტრიალდა. დედასთან ერთად, ორი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

,,გორმედში" ამბობენ, რომ კლინიკაში 3-ვე მათგანი მიიყვანეს, თუმცა ამბულატორიული გამოკვლევის შემდეგ, სახლში გაწერეს.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მძღოლი დააჯარიმეს 200 ლარით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები