სურამში ქალი მოკლეს - ბრალდებულია მეუღლე
სურამში მომხდარ ქალის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულია 32-წლის ქმარი. შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს დაკავების ღონისძიება.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 26 წლის ასაკის ქალი საკუთარ სახლში მრავლობითი დაზიანებებით გარდაიცვალა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაჯახი.

ცოლ-ქმარი 5 წლის შვილს ზრდიდნენ.

ხაშურის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს მუხლით დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები