უფლისციხესთან რკინიგზის ბაქანი ისევ გასაკეთებელია
1 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ბაქანს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გაავრცელა.

გუბერნატორი მოსახლეობას პირდებოდა, რომ იწყებოდა ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალ უფლისიცხესთან არსებული, ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდებოდა.

საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მდებარე სადგურს, სადაც მხოლოდ სამგზავრობ ელექტრომატარებლები ე.წ. ელქტრიჩკები ჩერდება.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, რკინიგზის ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი კვლავ არაა გამოცხადებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები