ახალი ამბები
რუის-ურბნისის ეპარქიიდან მორჩილი განტევეს
რუის-ურბისის ეპარქიის ყოფილი მორჩილი, ხარიტონ გოგიშვილი განმოსილია და განტევებულია ეპარქიიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ეპარქიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი ეპარქიის და ყინწვისის მონასტრის წევრობის სახელით სარგებლობს და მოწყალების სახით დახმარებას ითხოვს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მისი ქმედება ლოცვა-კურთხევას არ ექვემდებარება, იგი თვითნებურად მოქმედებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს." " - აღნიშნავენ ეპარქიაში.

კონკრეტულად, რა მოწყალებას ითხოვდა ყინწვისის ეკლესიის წევრობის სახელით, განცხადებაში არაა აღნიშნული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები