ახალი ამბები
უფლისციხე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დასათვალიერებელი ადგილი გახდა საქართველოში
საქართველოს მუზეუმებში მისულ ტურისტებისთვის, მიმდინარე წლიდან, ახალი ტარიფები დაადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლიდან მოქმედებს ტარიფები, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, უცხოურენოვანი ტურისტული ჯგუფებისთვის. არის ასევე ინდივიდუალური მომსახურებები.

მომსახურების საფასურს იხდის ის გიდიც, რომელიც ტურისტულ ჯგუფებს მიყვება და გიდების ასოციაციის წევრია.

ჩამონათვალს შორის უფლისციხე და ვარძია მოხვდა. სწორედ, ამ ისტორიულ ძეგლის დასათვალიერებლად ჭირდება ტურისტს ყველაზე მეტი თანხა.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მომსახურების ტარიფები:

ბილეთის ფასი: (მოზრდილები)- 15 ლარი;

(საქართველოს მოქალაქე) მოსწავლეები/სტუდენტები/ პენსიონრები - 1 ლარი .

საექსკურსიო (გიდის ) მომსახურება ქართულ ენაზე : 25 ლარი;

უცხო ენაზე - 45 ლარი.

საექსკურსიო (აუდიო) გიდის მომსახურება -15 ლარი. ვირტუალური ტური -5 ლარი.

მიკროავტობუსის მომსახურება (1 დამთვალიერებელი ) -2 ლარი.

იხ. დანარჩენი მუზეუმების შესახებ ტარიფები

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები