სურამში ქალის მკვლელობის ფაქტზე წაყენებული ბრალი ყოფილმა მეუღლემ აღიარა
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ლ.მ-ს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელმაც განაცხადა რომ ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს.

აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხი პროკურორმა მიხეილ ბერიანიძემ დააყენა და ამის მიზეზად ბრალდებულის მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.

პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც, სახაზინო ადვოკატი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე მოკლა და მიიმალა. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქათუბანში, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები