ახალი ამბები
გორში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება
გორში 2020 წელს 28 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადი რეაბილიტირდება.

პროექტის ითვალისწინებს დაზიანებული ნალესის ჩამოხსნას, აღდგენასა და შეღებვას, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლებას, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენასა და შეღებვას, კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობას და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცლას.

სტალინის გამზირზე 25 (#1,2,3,4,5,6,7,8,9,10,12,13,17,18,19, 20,21,22,23,24,25,27,29,31,33 კორპუსები),ჭავჭავაძის გამზირზე 3 (#28,47,51კორპუსები) და ამილახვრის ქუჩაზე 1 ერთეული (# 23 კორპუსი) კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 391 000 ლარია.





Print

სტატიის გამოყენების პირობები